2021 წლის 2 ივლის თბილისში გაიმართება ცირკულარული ეკონომიკის სემინარი
2021 წლის 2 ივლის თბილისში გაიმართება ცირკულარული ეკონომიკის სემინარი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებისათვის, რომლებიც გაეცნობიან ცირკულარული ეკონომიკის კონცეფციასა და მიდგომებს. ამას გარდა, მათთან ერთად განხილული იქნება საქართველოში ცირკულარობის დანერგვის შესაძლებლობა და შესაბამისი გამოწვევები.
სემინარი ორგანიზებულია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პატრონაჟით. მისი მიზანია შვედეთის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში სბმკ „ორქისი“-ს მიერ 20219-2021 წლებში ჩატარებული ცირკულარული ეკონომიკის ოთხი კონფერენციის შედეგად მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს შორის გამოწვეული ინტერესის დაკმაყოფილება.
სემინარს ჩაატარებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აკად. სოლომონ პავლიაშვილი და ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტი დ-რი დარიუშ პრასეკი – საინჟინრო ეკოლოგიის დოქტორი, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ამერიკათაშორისი განვითარების ბანკის (IDB Invest) განვითარების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტი.
სემინარი ინიცირებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სბმკ „ორქისი“-ს მიერ, რათა ცირკულარული ეკონომიკის ირგვლივ ცნობიერების ამაღლება უფრო ფართო მასშტაბით მოხდეს, რაც ცირკულარობაზე გადასვლასა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას შეუწყობს ხელს. მისი ჩატარება შესაძლებელი გახდა ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტის დ-რი დარიუშ პრასეკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა მინისტრის მოადგილის აკად. სოლომონ პავლიაშვილის პირადი ჩართულობისა და კეთილი ნების წყალობით, შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის ფარგლებში.