2021 წლის 2 ივლის თბილისში გაიმართება ცირკულარული ეკონომიკის სემინარი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებისათვის, რომლებიც გაეცნობიან ცირკულარული ეკონომიკის კონცეფციასა და მიდგომებს. ამას გარდა, მათთან ერთად განხილული იქნება საქართველოში ცირკულარობის დანერგვის შესაძლებლობა და შესაბამისი გამოწვევები. სემინარი ორგანიზებულია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პატრონაჟით. მისი მიზანია […]
მტკვრის დაცვის დღე უკვე ორი ათეული წელია აღინიშნება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ის ყველაზე დიდი მდინარეა ამიერკავკასიაში და ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ბიომრავალფეროვნებისთვის და სოფლის მეურნეობისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ ჩვენი მდინარე ბინძურდება როგორც საყოფაცხოვრებო კომუნალური წყლებით, ასევე ნარჩენებით. ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, გაკეთდეს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები და თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ ჩვენი პასუხისმგებლობა მტკვრის დაცვაში.