საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე „ბიომრავალფეროვნების დაცვა და ასოცირების შეთანხმება“, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. ესსეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 […]