2021 წლის 23 აპრილს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კომპონენტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, ჩატარდა საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და სბმკ „ორქისის“ სამუშაო ჯგუფის ონლაინ სასტარტო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – აკად. სოლომონ პავლიაშვილი, მისი აღმატებულება ბ-ნი ულრიკ თიდესტრომი – შვედეთის […]