პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ – ესსეების კონკურსი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის
ესსეების კონკურსი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის გარემოს დაცვით საკითხებზე გრძელდება 10 თებერვლამდე!
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, აცხადებს ესსეების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.
ესსეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 თებერვალი 18.00 საათი და უნდა შეადგენდეს 5-7 გვერდს.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 2 გამარჯვებული (I და II) თითოეულ თემაზე, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო 500 და 400 ლარის ოდენობით.
კონკურსის თემებია:
1. ბიომრავალფეროვნება და მდგრადი განვითარების მიზნები (SDG).
ესსეების სათაურებია:
„მდგრადი განვითარების მიზნები, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული ბიომრავალფერონების დაცვასთან და მათი მიღწევით მიღებული სარგებელი“
ან
„მდგრადი განვითარების მიზნები, რომლებიც პირდაპირ არაა დაკავშირებული ბიომრავალფერონების დაცვასთან და მათი მიღწევით მიღებული სარგებელი“
2. სტიქიური ნაგავსაყრელები და გარემოს დაბინძურება
ესსეს სათაურია:
„სტიქიური ნაგავსაყრელების ნეგატიური გავლენა გარემოზე და მოსახლეობის ჯანმრთელობა“
3. კლიმატის ცვლილება
ესსეების სათაურებია:
„კლიმატის ცვლილებისა და ბიომრავალფეროვნების ურთიერთქმედება, ვითარების შერბილების და ადაპტაციის ქმედებები“
ან
„კლიმატის ცვლილების შერბილება და ცნობიერების ამაღლების ქმედებების მნიშვნელობა ამ მიმართულებით
თითოეული თემის კონტექსტი და ესსეს ტექნიკური დავალება შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტებში.
ესეები გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: orchisge@yahoo.com და მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, უმაღლესი სასწავლებლის დასახელება სადაც სწავლობთ, ფაკულტეტი და კურსი.
გისურვებთ წარმატებას!
პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი საინფორმაციო და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით.