2020 წლის 27 ნოემბერს, კასპის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ჩატარდა გამწვანების აქცია. ამ ღონისძიებისთვის სბმკ „ორქის“-მა შპს „საქართველოს ნერგები“-დან შეისყიდა 200 ძირი კავკასიური ფიჭვის და 70 ძირი ქართული ნუშის ნერგი. ზემოაღნიშნული ადგილობრივი სახეობის 270 ძირი ნერგი დაირგო კასპის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე; კერძოდ, ქ. კასპის №1 საჯარო სკოლის […]