საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ 2019-2020 წლებში, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, განხორციელდა საველე კვლევები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც მდებარეობს ის სტიქიური ნაგავსაყრელები, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში. მიღებულმა შედეგებმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ უმეტეს შემთხვევებში ადგილი აქვს სტიქიური ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურებას ისეთი ტოკსიკური ელემენტებით, როგორებიცაა: Pb, Gd, Cu და Zn. შესაბამისად, […]