შეხვედრები კახეთის მხარის თელავის, ახმეტის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში
2020 წლის 10-13 აგვისტოს კახეთის მხარის თელავის, ახმეტის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, ჩატარდა შეხვედრები თემაზე: საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენა გარემოზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
შეხვედრებს ესწრებოდნენ: კახეთის მხარი 8 მუნიციპალიტეტის მერიების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები. სულ 80 ადამიანი.
შეხვედრებზე განხილული იყო მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სფეროში არსებული თანამედროვე სისტემები, საერთაშორისო პრაქტიკა, ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და სტიქიური ნაგავსაყრელების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება. აგრეთვე, აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზები.
პროექტის „დავიცვათ საქთველოს სისუფთავე“ მიზნებია გარემოს დაცვის საკითხებში გაცნობიერებული თაობის აღზრდა და მუნიციპალური ნარჩენებით დაბინძურების (40%) და სათბურის აირების გაფრქვევების (10%) შემცირება საქართველოში ასევე სამიზნე ტერიტორიების დაბინძურებულ ნიადაგში მძიმე ლითონების შემცველობის შემცირება 10%-ით, 2023 წლისთვის.
პროექტს – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.