კახეთის მხარის თელავის, გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში სტიქიური ნაგავსაყრელების ტერიტორიების ნიადაგის ბიორემედიაციის აქცია
2020 წლის 7, 11 და 13 აგვისტოს კახეთის რეგიონში, ქ. თელავში, ქ. გურჯაანში და ქ. საგარეჯოში პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ ინიციატივით, ჩატარდა სტიქიური ნაგავსაყრელების ტერიტორიების ნიადაგის ბიორემედიაციის აქციები, რომელშიც მონაწილობდნენ თელავის, გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ზედამხედველობისა და დასუფთავების სამსახურების თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. სულ დაახლოებით 25 ადამიანი.
აქციის ფარგლებში მოხდა, თელავში, გურჯაანში და საგარეჯოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელებიდან დაბინძურებული ნიადაგის ნიმუშების აღება ქიმიური ანალიზისთვის, შემდგომ დასუფთავება და ამ ტერიტორიების ნიადაგის ბიორემედიაცია საქართველოში არსებული იაფი ნედლეულის – კლინოპტილოლითის მეშვეობით, რომლის ნაგავსაყრელის ნიადაგთან შერევის შედეგად (გარკვეული დროის პერიოდში) მოცემული ნიადაგის ხარისხი და ქიმიური შემადგენლობა უმჯობესდება, რაც შემდგომში საშუალებას გვაძლევს ამ ტერიტორიის გამწვანების და მაზე სხვადასხვა ნერგების განთავსება-დარგვის. შედეგად, არა მხოლოდ მოსუფთავებულ, არამედ აღდგენილ ტერიტორიას ვიღებთ.
პროექტის „დავიცვათ საქთველოს სისუფთავე“ მიზნებია გარემოს დაცვის საკითხებში გაცნობიერებული თაობის აღზრდა და მუნიციპალური ნარჩენებით დაბინძურების (40%) და სათბურის აირების გაფრქვევების (10%) შემცირება საქართველოში ასევე სამიზნე ტერიტორიების დაბინძურებულ ნიადაგში მძიმე ლითონების შემცველობის შემცირება 10%-ით, 2023 წლისთვის.
პროექტს – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.