დღეს არავინ აყენებს ეჭვის ქვეშ ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობას და მის განუზომელ როლს კაცობრიობის გადარჩენის, ადამიანთა კეთილდღეობის, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებისა, თუ ქვეყნების განვითარების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა სულ უფრო მზარდი ტემპით ხდება ბიომრავალფეროვნების კარგვა, ეკოსისტეუმური სერვისების მოშლა, სხვა მრავალი უარყოფითი პროცესის განვითარება, როგორიცაა თუნდაც კლიმატის გლობალური ცვლილება. ამ ფონზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას, ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებაზე ორიენტირებული […]