2019 წლის 3 დეკემბერს ქ. თბილისში, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ჩატარდა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია თემაზე-ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება. კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, შევედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და ევროკავშირის წარმომადგენლები; ასევე, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, საქართველოს […]