2019 წლის 31 ოქტომბერს გაიხსნა შვედეთ-საქართველოს მეგობრობის მწვანე კუთხე, რომელიც სიმბოლოა შვედეთს-საქართველოს თანამშრომლობისა და ჩვენი სურვილისა, რომ პლანეტა სუფთა და მწვანე გავხადოთ, რადგანაც იგი ყველას საერთო სახლია. ეს მწვანე კუთხე შვედეთის სასწავლებლების კურსდამთავრებულების და, ზოგადად, მოქალაქეების შეხვედრის ადგილი იქნება, სადაც მათ აზრებისა და ღირებულებების ურთიერთგაზიარება და მათთვის აქტუალური საკითხების განხილვა შეეძლებათ, სადაც მათ დახვდებათ ეკოლოგიურად […]