შეხვედრები თელავის, ახმეტის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში
201 9 წლის 16, 17 და 18 ოქტომბერს კახეთის რეგიონის თელ ავის, ახმეტის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს და მისი პარტნიორი ორგანიზაციის „იასტრიკ ატერვინარე“-ს (შვედეთი) მიერ, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები თემაზე: „ კახეთის მხარის ნაჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავება“. შეხვედრებს ესწრებოდნენ: შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერები, მერების მოადგილეები, მერიების სამსახურების ხელმძღვანელები და სპეციალისტები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, არასამეწარმეო იურიდიული პირების მედიის წარმომადგენლები. სულ 55 ადამიანი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს ექსპერტები ნარჩენების მართვის საკითხებში ხ. ჩიკვილაძე, ნ. ბუაჩიძე და საერთაშორისო ექსპერტები შვედეთიდან პერ-ოლოფ ჰალბერგი და იოჰან ენდლუნგი.
შეხვედრებზე განხილული იყო კახეთში რეგიონულ დონეზე ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა, კერძოდ: ნერჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავება ნარჩენების მართვისა და რეგიონული განვითარების სტრატეგიების მოთხოვნების, ევროკავშირის სტანდარტებისა და შვედეთის გევლეს ასოციაციის გამოცდილების გათვალისწინებით. შვედმა ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია საჭიროებათა ანალიზს დაქვებდებარებული ობიექტებისა და SWOT ანალიზის ძირითადი ასპექტების (შესაძლებლობები და გამოწვევები) შესახებ, აგრეთვე განიხილეს რეგიონული ნარჩენების მართვის ხედვა და დასახეს ამოცანები.
პროექტის „დავიცვათ საქთველოს სისუფთავე“ მიზნებია გარემოს დაცვის საკითხებში გაცნობიერებული თაობის აღზრდა და მუნიციპალური ნარჩენებით დაბინძურების (40%) და სათბურის აირების გაფრქვევების (10%) შემცირებ ა საქართველოში 2023 წლისთვის.
პროექტს – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.