პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო “(IIIფაზა) ინფორმაცია კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტში განხორციელებული გამწვანების აქციების შესახებ
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) – ფარგლებში, შპს „მწვანე სამყაროდან“ და სსიპ „ეროვნული საშენი მეურნეობიდან“ შესყიდული იქნა 65 ძირი ელდარის ფიჭვი, 25 – ნაძვი ევროპული, 95 – ცაცხვი, 5- აკაკი ჩვეულებრივი, 68 – ნეკერჩხალი მინდვრის და 11 – 12 აპრილს განხორციელდა გამწვანების აქცია კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. ნერგები დარგული იქნა კასპის ძველ შესასვლელში, გიორგი მაზნიაშვილისა და ქეჩარუხის სკვერებში, სოფელ თვალადის საჯარო სკოლაში, კასპის ვარჯაანის დასახლების, სოფელ დოესის, სოფელ მეტეხის, სოფელ ქვემო გომის საბავშვო ბაღებში და ქარელის პარკში. აქციაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლები, სკოლისა და საბავშვო ბაღების მასწავლებლები,
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“ (III ფაზა)- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.