პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრები ხაშურის, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში
2018 წლის 20 თებერვალსა და 2 მარტს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის , „ ორქისის “ მიერ მოეწყო შეხვედრები ხაშურის , ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში , რომლებსაც ესწრებოდნენ : აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიების , საკრებულოების , არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების , შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების წარმომადგენლები .
შეხვედრები ჩატარდა თემაზე : „ ზოგიერთი მძიმე მეტალის ტოქსიკურობა და ადამიანების ჯანმრთელობა “, აგრეთვე განხილული იქნა სბმკ „ ორქისის “ მიერ არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიებიდან აღებული ნიმუშების ანალიზის შედეგები . შეხვედრებმა მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვიეს , რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის საკითხებში .