On the 20th of February and 2nd of March, 2018, Georgian Society of Nature Explorers Orchis arranged meetings in Khashuri, Aspindza and Akhaltsikhe Municipalities. These gatherings were attended by representatives of City Halls, Sakrebulos, non-entrepreneur (non-commercial) legal entities and limited liability companies from the mentioned municipalities. The main topic of the meetings was the toxicity of some […]
2018 წლის 20 თებერვალსა და 2 მარტს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის , „ ორქისის “ მიერ მოეწყო შეხვედრები ხაშურის , ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში , რომლებსაც ესწრებოდნენ : აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიების , საკრებულოების , არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების , შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების წარმომადგენლები . შეხვედრები ჩატარდა თემაზე : „ ზოგიერთი მძიმე მეტალის ტოქსიკურობა და ადამიანების ჯანმრთელობა “, აგრეთვე განხილული იქნა სბმკ „ ორქისის “ მიერ არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიებიდან აღებული ნიმუშების ანალიზის შედეგები . შეხვედრებმა მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვიეს , რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის საკითხებში . პროექტს – „ დავასუფთაოთ საქართველო “- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი : საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ” ორქისი ”, „ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები – საქართველო “ და „ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა “ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით .