2018 წლის 8 და 9 თებერვალს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები სამცხე-ჯავახეთისა (ახალციხე) და კახეთის (თელავი) სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების ადმინისტრაციებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: შესაბამისად, ადმინისტრაციების, აღნიშნულ რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების მერიების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების , არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები. შეხვედრებზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები; ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები და ევროპული გამოცდილება; ნარჩენების მართვის […]