პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრები შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში
2018 წლის 30 და 31 იანვარს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები შიდა ქართლისა (გორი) და ქვემო ქართლის (რუსთავი) სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების ადმინისტრაციებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: შესაბამისად, ადმინისტრაციების, აღნიშნულ რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების მერიების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების , არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები.
შეხვედრებზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები; ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები და ევროპული გამოცდილება; ნარჩენების მართვის დაგეგმვა; საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე . შეხვედრებმა მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვიეს, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის საკითხებში.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.