2018 წლის 30 და 31 იანვარს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები შიდა ქართლისა (გორი) და ქვემო ქართლის (რუსთავი) სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების ადმინისტრაციებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: შესაბამისად, ადმინისტრაციების, აღნიშნულ რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების მერიების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების , არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები. შეხვედრებზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები; ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები და ევროპული გამოცდილება; […]