პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) შეხვედრები ნინოწმინდის, ახალქალაქის, კასპის, გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში
2017 წლის 1, 7, 8 და 11 დეკემბერს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები ნინოწმინდის, ახალქალაქის, კასპის, გორისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების , არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრებზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები; ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები და ევროპული გამოცდილება; ნარჩენების მართვის დაგეგმვა; საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე . შეხვედრებმა მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვიეს, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის საკითხებში.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.