2017 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში, რომლებსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტის მერიის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების , არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიის წარმომადგენლები. შეხვედრა ჩატარდა თემაზე: „ზოგიერთი მძიმე მეტალის ტოქსიკურობა და ადამიანების ჯანმრთელობა“, აგრეთვე განხილული იქნა სბმკ „ორქისის“ მიერ არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიებიდან აღებული ნიმუშების ანალიზის შედეგები. შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი […]