პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო “(IIIფაზა) ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტში განხორციელებული გამწვანების აქციის შესახებ
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) – ფარგლებში, შ.პ.ს. „საქართველოს ნერგებიდან“ შესყიდული იქნა უთხოვარის, ცაცხვის, ბროწეულისა და კაკლის ნერგები და 30 მარტს განხორციელებული იქნა გამწვანების აქცია გორის მუნიციპალიტეტში. ნერგები დარგული იქნა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ მერეთში, სადაც გაშენდა „ მეგობრობის ბაღი “ . აქციაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგეობის სხვა თანამშრომლები, მერეთის სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები, მედიის წარმომადგენლები.
ნერგები დაირგო აგრეთვე სოფელ ნიქოზისა და სოფელ ვარიანის სკვერებში.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“ (III ფაზა)- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.