საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) – ფარგლებში, შ.პ.ს. „საქართველოს ნერგებიდან“ შესყიდული იქნა უთხოვარის, ცაცხვის, ბროწეულისა და კაკლის ნერგები და 30 მარტს განხორციელებული იქნა გამწვანების აქცია გორის მუნიციპალიტეტში. ნერგები დარგული იქნა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ მერეთში, სადაც გაშენდა „ მეგობრობის ბაღი “ . აქციაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგეობის სხვა თანამშრომლები, მერეთის სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები, მედიის წარმომადგენლები. ნერგები დაირგო […]