2017 წლის 23 თებერვალს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები დედოფლისწყაროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტების გამგებლების მოადგილეეები, გამგეობებისა და საკრებულოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების , არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მედიისა და სხვა წარმომადგენლები. შეხვედრებზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები; ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები და ევროპული გამოცდილება; ნარჩენების მართვის დაგეგმვა; საქართველოში […]