2017 წლის 16 თებერვალს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ: სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, შ.პ.ს. „კომუნალური სამსახურის ” დირექტორი, მისი მოადგილე, აღნიშნული მუნიციპალიტეტების გამგეობისა და საკრებულოს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების , არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების სხვა წარმომადგენლები. შეხვედრებზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები; ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები და ევროპული გამოცდილება; […]