2016 წლის 18 მაისს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელსაც ესწრებოდნენ: მერის მოადგილე, შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში, უკრაინასა და მოლდავეთში, მერიის, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს, ა(ა)იპ-ის, შ.პ.ს-ის, მედიის და სხვა წარმომადგენლები. შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ქმედებების შესახებ. განხილული იქნა, აგრეთვე, შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვა […]