პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“(IIIფაზა) ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ
2016 წლის 28 მარტს საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგებელი, მისი მოადგილე, ახალქალაქის, წინარეხის, ქვემო ჭალის, კოდისწყაროს, ზემო ხანდაკის, ხოვლეს, დოესის, თელიანის, ლამისყანის, ქვემო გომის, სამთავისის, აღაიანის, ოკამის ადმინისტაციული ერთეულების, გამგეობის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვ. წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები; ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები და ევროპული გამოცდილება; ნარჩენების მართვის დაგეგმვა; საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე . შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხებში.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო (III ფაზა)”- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.