პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ქ-ნ მაია ახალკაცის წიგნის – „ტყის ჰაბიტატების აღდგენა საქართველოში“- პრეზენტაციის შესახებ
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 5 ივნისს პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) – ფარგლებში, სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“ მოეწყო ქ-ნ მაია ახალკაცის წიგნის – „ტყის ჰაბიტატების აღდგენა საქართველოში“ – პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, აგრარული უნივერსიტეტის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ბოტანიკის ინსტიტუტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კონსორციუმში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვ. წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის ძირითადი მიზნები და ამოცანები, განხორციელებული ქმედებები და შედეგები; ტყის ჰაბიტატების მრავალფეროვნება და მათი დეგრადაციის პრობლემების კონსერვაციის შესაძლებლობები, თუ როგორ უნდა იქნეს დაცული ტყე ანთროპოგენური ზემოქმედების, კლიმატის გლობალური ცვლილების და ინფექციური დაავადებების დროს.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა) – ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი : საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.