პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 1 ივნისს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) – ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე; კავთისხევის, ქვემო ჭალის, კოდისწყაროს, ახალციხის, ზემო ხანდაკის, წინარეხის, ახალქალაქის, კავთისხევის, დოესის, ხოვლეს, თელიანის, ლამისყანის, ქვ. გომის, ოკამის, მეტეხის, სამთავისის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები; კასპის გამგეობის სამსახურების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების გაცნობა. სემინარზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: საქართველოს კანონის – „ნარჩენების მართვის კოდექსის“ – ძირითადი ასპექტები; სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე, რომელიც მომზადდა სბმკ „ორქისის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე. შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა) – ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.