პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ქ. თბილისში ჩატარებული შეხვედრის შესახებ
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის ” მიერ, 2014 წლის 30 დეკემბერს პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) – ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“ რომელსაც ესწრებოდნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, რაიონების გამგებლები, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, თბილისის საკრებულოს, შვედეთის საელჩოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამედიცინო ეკოლოგიური ასოციაციის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა წარმომადგენლები.
სემინარზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილება, ნარჩენების მართვის დაგეგმვა, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და დაბინძურებული გარემოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედებ ა. შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხში.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა) – ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.