საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის ” მიერ, 2014 წლის 17 ნოემბერს პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) – ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა რუსთავის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და სხვა წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში. სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვის საერთაშორისო […]