საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, 2014 წლის 5 თებერვალს, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, ტერიტორიული ორგანოების , არასამთავრობო ორგანიზაციების , შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების , მედიის და სხვ ა წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში. სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილება, ნარჩენების მართვის დაგეგმვა, გარემოს დაბინძურებასთან […]