პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები ქვემო ქართლის რეგიონში
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები ქვემო ქართლის რეგიონის: დმანისის, გარდაბნის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
ინფორმაციის ნაკლებობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების შესახებ და საქართველოში მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობის შესახებ;
ნარჩენების წყაროზე სეპარაციის სიტემის დანერგვის აუცილებლობა, ადგილებზე ფერმერების მიერ კოპოსტირების დანერგვის საჭიროება; აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები;
ინფორმაციის ნაკლებობა ნარჩენების მართვის სფეროში საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების პრიორიტეტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
ინფორმაციის ნაკლებობა დონორი ორგანიზაციების შესახებ;
ზედაპირული წყლის დაბინძურების პრობლემა საწარმოო ნარჩენებით (ბოლნისში);
გარემოს საყოფაცხოვრებო (მაგალითად, პლასტიკის ბოთლებით, პამპერსებით ა და სათბურებში გამოყენებული ცელოფნებით). ასევე, ინერტული/სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურების პრობლემა;
გარემოს ნარჩენებით დაბინძურებაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ჯარიმების/სანქციების აღსრულების პრობლემა;
რეგიონში არსებულ კომპოსტირების საწარმოს ეფექტური მუშაობის პრობლემა;
მოქმედი მუნიციპალური ნაგავსაყრელის მართვისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
არსებულ ნაგავსაყრელებზე ბიოდეგრადირებადი ნარჩენებისა და ცხოველური ნარჩენების არსებობასთან დაკავშირებული პრობლემები;
სოფლების ნაწილში მისასვლელი გზების სავალალო მდგომარეობის, ნარჩენების კონტეინერების, ნაგავმზიდების სიმცირის გამო სერვისის მიწოდების პრობლემა;
ინფორმაციის ნაკლებობა ნარჩენების მართვის სერვისის მიმწოდებლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ.
სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების არსებობა;
ინფორმაციის ნაკლებობა ახალი რეგიონული მუნიციპალური ნაგავსაყრელის მშენებლობის ვადების შესახებ;
რეგიონში მაწანწალა ძაღლების პრობლემა: იკვებებიან ნარჩენებით და წარმოადგენენ ინფექციების პოტენციურ გამავრცელებლებს;
ნარჩენების მართვის და არსებული პრობლემების საკითხებზე მოსახლეობის ფართო მასებისათვის საინფორმაციო მასალის მაგალითად, კლიპების, სტატიების, საინფორმაციო ბროშურების მიწოდების აუცილებლობა;
ტრინინგების ჩატარების აუცილებლობა სკოლის მოსწავლეებისათვის და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ნარჩენების მართვის საკითხებზე.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.