პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები გურიის რეგიონში
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები გურიის რეგიონის ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა, რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
1) გარემოს ნარჩენებით დაბინძურებისათვის კანონით განსაზღვრული სანქციების აღსრულების პრობლემა-მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურის შეზღუდული რესურსები (ადამიანური და ტექნიკური);
2) დასუფთავების სერვისის მოსაკრებლების გადახდის პრობლემა ფიზიკური პირების მხრიდან;
3) რეგიონში ნაგავმზიდი მანქანების და კონტეინერების არასაკმარისი რაოდენობა;
4) ინფორმაციის ნაკლებობა: გარემოზე ზემოქმედების ნებართვის კანონისა და ნებართვის მისაღებად კანონით გათვალიწინებული პროცედურების შესახებ;
5) ნარჩენების გადამამუშავებელი მოქმედი საწარმოებისა და ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. მაგალითად, აკუმულატორებიდან ტყვიის ამოღება, ინფორმაციის ნაკლებობა; საბურავების მართვის პრობლემა;
6) ბაღის ნარჩენების მართვის პრობლემა, ჯარიმები ფოთლების ღია წესით დაწვაზე;
7) ინფორმაციის ნაკლებობა ნარჩენების მართვის სექტორში დონორი ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების შესახებ;
8) საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით მოსახლეობის ცნობიერების დონისა და ინფორმირებულობის გაუმჯობესების აუცილებლობა;
9) ქვეყანაში ნარჩენების მართვის სექტორში მიმდინარე პროცესების/ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის აუცილებლობა;
10) დასუფთავების აქციების ხშირად ორგანიზების აუცილებლობა.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით .