პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები კახეთის რეგიონში
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ მიერ ჩატარდა შეხვედრები კახეთის რეგიონის საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის თელავის, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ახმეტის მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთა , რეგიონისთვის დამახასიათებელი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
ნარჩენების შეგროვებისათვის საჭირო რაოდენობის კონტეინერებისა და ტრანსპორტის აუცილებლობა ;
დასუფთავების სერვისის ხელმისაწვდომობის პრობლება რეგიონის ყველა მოსახლისათვის; სოფლების ნაწილში ნარჩენების შეგროვება/გატანა არ ხორციელდება;
ნარჩენების დაყრასთან დაკავშირებით საკანონმდებლო მოთხოვნების აღსრულების აუცილებლობა;
უკონტროლოდ (არალეგალური) ნაგავსაყრელების არსებობა სოფლებში, სასურსათო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებზე;
სამშენებლო ნარჩენების მართვის პრობლემა – აღნიშნული ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრობლემა;
ნარჩენების სეპარაციისა და შემცირების (კომპოსტირება) დანერგვის აუცილებლობა და შესაბამისი ხარჯ-სარგებლის განსაზღვრა;
ღვინის ქარხნების ორგანული ნარჩენის მართვის შესაბამისი კანონმდებლობის მიღებისა და აღსრულების აუცილებლობა;
თუშეთში ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვის აუცილებლობა;
ნარჩენების მართვის არსებული სისტემის ნაკლოვანებები: კერძო სექტორის ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემები და ინფორმაციის ნაკლებობა;
ინფორმაციის ნაკლებობა მოქმედი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების შესახებ;
მოქმედი კანომდებლობისა და ეროვნული ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
საერთაშორისო დაფინასების წყაროების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ;
მოსახლეობისა და მას-მედიის ნარჩენების მართვის საკითხებში ჩართულობის უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმართველობების მიერ და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის, განსაკუთრებით სკოლებში.
პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.