Archive for magda
ესსეების კონკურსი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის გარემოს დაცვით საკითხებზე დაიწყო !
- magda
- No Comments
- 2020-12-11
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, აცხადებს ესსეების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. ესსეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 იანვარი, 18.00 საათი და უნდა შეადგენდეს […]
პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ დარგვის აქცია მცხეთის მუნიციპალიტეტში
- magda
- No Comments
- 2020-12-06
2020 წლის 30 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, გამწვანების აქცია ჩატარდა. ამ ღონისძიებისათვის სბმკ „ორქის“-მა შპს „საქართველოს ნერგები“- დან შეისყიდა 30 ძირი კავკასიური ფიჭვი და 30 ძირი ქართული ნუშის ნერგი. ადგილობრივი სახეობის 60 ძირი ნერგი დაირგო სოფელ წილკნის საჯარო სკოლის ეზოში. გამწვანების აქციაში სბმკ […]
პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ დარგვის აქცია კასპის მუნიციპალიტეტში
- magda
- No Comments
- 2020-12-04
2020 წლის 27 ნოემბერს, კასპის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს ორგანიზებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ჩატარდა გამწვანების აქცია. ამ ღონისძიებისთვის სბმკ „ორქის“-მა შპს „საქართველოს ნერგები“-დან შეისყიდა 200 ძირი კავკასიური ფიჭვის და 70 ძირი ქართული ნუშის ნერგი. ზემოაღნიშნული ადგილობრივი სახეობის 270 ძირი ნერგი დაირგო კასპის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე; კერძოდ, ქ. კასპის №1 საჯარო სკოლის […]
სტიქიური ნაგავსაყრელების ნიადაგის ხარისხზე ზემოქმედების კვლევა
- magda
- No Comments
- 2020-11-18
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ 2019-2020 წლებში, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, განხორციელდა საველე კვლევები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც მდებარეობს ის სტიქიური ნაგავსაყრელები, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში. მიღებულმა შედეგებმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ უმეტეს შემთხვევებში ადგილი აქვს სტიქიური ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურებას ისეთი ტოკსიკური ელემენტებით, როგორებიცაა: Pb, Gd, Cu და Zn. შესაბამისად, […]
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის თიანეთის მუნიციპალიტეტში სტიქიური ნაგავსაყრელების ტერიტორიების ნიადაგის ბიორემედიაციის აქცია
- magda
- No Comments
- 2020-11-17
2020 წლის 13 ოქტომბერს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დაბა თიანეთში (2 ლოკაციაზე), პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ ინიციატივით, ჩატარდა სტიქიური ნაგავსაყრელების ტერიტორიების ნიადაგის ბიორემედიაციის აქცია. აქციის ფარგლებში მოხდა, თიანეთში ცენტრალური საავტომობილო გზის სიახლოვეს და მდ. იორზე არსებული ხიდის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული სტიქიური ნაგავსაყრელებიდან დაბინძურებული ნიადაგის ნიმუშების აღება ქიმიური ანალიზისთვის, შემდგომ დასუფთავება და […]
ქვემო ქართლის რეგიონის გარდაბნის მუნიციპალიტეტში სტიქიური ნაგავსაყრელების ტერიტორიების ნიადაგის ბიორემედიაციის აქცია
- magda
- No Comments
- 2020-11-17
2020 წლის 28 ოქტომბერს ქვემო ქართლის რეგიონის გარდაბნის მუნიციპალიტეტში (3 ლოკაციაზე), პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ ინიციატივით, ჩატარდა სტიქიური ნაგავსაყრელების ტერიტორიების ნიადაგის ბიორემედიაციის აქცია. აქციის ფარგლებში მოხდა, გარდაბნის თბოსადგურისთან, საავტომობილო გზის სიახლოვეს არსებული სტიქიური ნაგავსაყრელებიდან დაბინძურებული ნიადაგის ნიმუშების აღება ქიმიური ანალიზისთვის, შემდგომ დასუფთავება და ამ ტერიტორიების ნიადაგის ბიორემედიაცია საქართველოში არსებული […]
ესსეების კონკურსი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის დასრულდა.
- magda
- No Comments
- 2020-11-02
ესსეების კონკურსი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის დასრულდა. კონკურსი ჩატარდა შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, სბმკ “ორქისი”-ს მიერ, პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს ფარგლებში. წარმოგიდგენთ გამარჯვებულ ნაშრომს თემაზე – ნარჩენების მართვა: ავტორი საბა იობაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი “ნარჩენების ეფექტიანი მართვა და საქართველოს რეალობა” ეკოლოგიური პრობლემა არის ერთ-ერთი ის საკვანძო საკითხი, რომელზე საუბარი წარმოუდგენელია გლობალური კონტექსტის გარეშე. მისი […]
შიდა ქართლის რეგიონის, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში სტიქიური ნაგავსაყრელების ტერიტორიების ნიადაგის ბიორემედიაციის აქცია
- magda
- No Comments
- 2020-10-28
2020 წლის 8 და 9 ოქტომბერს შიდა ქართლის რეგიონში, ქ. ქარელში (2 ლოკაციაზე) და ქ. გორში პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ბუნების მკვლევართა კავშირის – „ორქისის“ ინიციატივით, ჩატარდა სტიქიური ნაგავსაყრელების ტერიტორიების ნიადაგის ბიორემედიაციის აქციები, რომელშიც მონაწილობდნენ ქარელის და გორის მუნიციპალიტეტების ზედამხედველობისა და დასუფთავების სამსახურების თანამშრომლები. აქციის ფარგლებში მოხდა, ქარელში და გორში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელებიდან დაბინძურებული […]
22 ოქტომბერი-ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- magda
- No Comments
- 2020-10-22
სბმკ „ორქის“-ის ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში პროექტების „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და „დავასუფთაოთ საქართველო“, ბიოაღდგენის/ხეების დარგვის ღონისძიებები განხორციელდა საქართველოს მთელ რიგ სემიარიდულ რეგიონებში; კერძოდ ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში და თბილისის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაირგო 50 000-ზე მეტი ძირი ადგილობრივი, იშვიათი, ენდემური და ეკონომიკური ღირებულების მქონე სახეობების ნერგები. […]
შეხვედრები კახეთის მხარის თელავის, ახმეტის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში
- magda
- No Comments
- 2020-09-29
2020 წლის 10-13 აგვისტოს კახეთის მხარის თელავის, ახმეტის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, ჩატარდა შეხვედრები თემაზე: საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენა გარემოზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. შეხვედრებს ესწრებოდნენ: კახეთის მხარი 8 მუნიციპალიტეტის მერიების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები. სულ […]
