საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი" || Georgian Society of Nature Explorers "Orchis"
+995 599 77 52 37 ; +995 (032) 2 38 51 99
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
კლიმატის ცვლილების კვირეული – გლობალური საფრთხის წინააღმდეგ გადაუდებელი ქმედებების აუცილებლობისა და პრობლემასთან გამკლავებისათვის საზოგადოების გაერთიანებისაკენ მოწოდება. ჩვენ ვჭირდებით ჩვენს კლიმატს!
კლიმატის ცვლილების კვირეული – გლობალური საფრთხის წინააღმდეგ გადაუდებელი ქმედებების აუცილებლობისა და პრობლემასთან გამკლავებისათვის საზოგადოების გაერთიანებისაკენ მოწოდება. ჩვენ ვჭირდებით ჩვენს კლიმატს!
მგვარი მოწოდებები ვრცელდება მსოფლიო თანასაზოგადოებაში, კლიმატის გლობალური ცვლილების საფრთხესთან ბრძოლისათვის საზოგადოების ყველა ფენის ფართო ჩართულობის გასააქტიურებლად.
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე გვაშორებს (ეს ღონისძიება 31 ოქტომბერს აიღებს სტარტს), სადაც მხარეები – სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, ასევე სამეცნიერო, თუ არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესი საკითხებზე მსჯელობისა და მათი მოგვარების გზების დასახვის მიზნით შეიკრიბებიან.
ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებას წინ უძღვის კლიმატის გლობალური ცვლილების კვირეული, რომელიც აერთიანებს მრავალი ქვეყნის ფართო საზოგადოებას, კლიმატის გლობალური ცვლილების წინააღმდეგ ერთობლივი ზომების მისაღებად და ჩვენი პლანეტის მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.
უკვე მრავალი წელია, რაც კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი მწვავე გლობალური პრობლემა და კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. სავალალოა და განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის საჭიროების აღიარებისა და სხვადასხვა ინიციატივის, თუ ქმედების მიუხედავად, ამ ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების ემისიები მაინც გლობალურად იზრდება. კლიმატის ცვლილება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროზე უარყოფითად მოქმედებს, მათ შორის ბიომრავალფეროვნებაზე, მის ეკოსისტემურ ფუნქციებსა და მომსახურებაზე, რაც პირდაპირკავშირშია და თავისთავად გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობზე, ადამიანთა ჯანმრთელობაზე, სხვა სფეროებზე და საბოლოოდ სიღარიბის შემცირების შემაფერხებელ ფაქტორად გვევლინება. რაც უფრო შემაშფოთებელია, სპეციალისტები ამ საფრთხის სერიოზულ მატებას წინასწარმეტყველებენ. კოვიდ-პანდემიის გავრცელებაც გარკვეულწილად კლიმატის ცვლილებასა და ეკოსისტემების დეგრადაცია-დასუსტებას უკავშირდება. სწორედ ამიტომაა საჭირო სათანადო ყურადღება დავუთმოთ ამ პრობლემებს და რადგან კლიმატის ცვლილების შერბილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას უკავშირდება, პრობლემა და მისი გადაჭრის გზებიც კომპლექსურადაა განსახილველი. ამასთან, უდიდესი მნიშვნელობა საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას ენიჭება.
კლიმატის გლობალური ცვლილების კვირეულის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ესაა – საზოგადოების თითოეული წევრისთვის გასაგები გახადოს პრობლემის სიმწვავე და გაუღვივოს სურვილი თავისი, თუნდაც ერთი შეხედვით მცირე წვლილი შეიტანოს მის გადაჭრაში, რადგან მრავალჯერადად განხორციელებული მცირე ქმედებები, საბოლოოდ სერიოზული შედეგის მომტანი ხდება.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“-ს ფარგლებში გამოცხადებული ესსეების კონკურსების ციკლი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის საკითხებს, ბიომრავალფეროვნების კარგვას, ეკოსისტემების დეგრადაციას, გარემოს დაბინძურებასა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კორელაციას და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას. აღნიშნული ესსეების კონკურსების ციკლი საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება. კონკურსში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 10 -ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის 100-ზე მეტმა სტუდენტმა. კონკურსის კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა სტუდენტების მიერ კონკურსზე წარმოდგენილი ნაშრომები და გამოავლინა ჯამში 15 გამარჯვებული, რომელთაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, ქვეყნის ფართო საზოგადოების ჩართულობით, მომავალშიც გეგმავს კლიმატის გლობალური ცვლილების წინააღმდეგ არაერთი ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას ჩვენი პლანეტის მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად