13 ოქტომბერი კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღეა
რისკის შემცირების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1989 წელს დაარსდა და საქართველოში 2015 წლიდან აღინიშნება.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1989 წლის 22 დეკემბერს, ოქტომბრის მეორე ოთხშაბათი სტიქიური უბედურებების საფრთხის შემცირების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და ეს დღე, უბედურებების/კატასტროფების საფრთხის შემცირების საერთაშორისო ათწლეულის განმავლობაში (1990-1999 წლები), ყოველ წელს აღინიშნებოდა. 2009 წლის 21 დეკემბერს კი გენერალურმა ასამბლეამ ამ დღის აღნიშვნის თარიღად 13 ოქტომბერი განსაზღვრა და ამასთანავე შეცვალა ამ დღის დასახელება შემდეგნაირად: უბედურებების/კატასტროფების საფრთხის შემცირების საერთაშორისო დღე. შემდგომი რეზულიციით გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება დასახელების მორიგი ცვლილების თაობაზე და ის „უბედურებების/კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღედ“ განსაზღვრა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ცნობიერების ამაღლება იმის თაობაზე, თუ რა ზომები ტარდება და როგორ, კატასტროფების რისკის შესამცირებლად.
13 ოქტომბერი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველ წელს აღინიშნება. ხოლო საქართველოში კატასტროფის რისკის შემცირების დღისადმი მიძღვნილი კომპანიების და ღონისძიებების გამართვა 2015 წლიდან დაიწყო. სტიქიური უბედურებების/კატასტროფების შედეგი სიკვდილი და ნგრევაა. ისინი იწვევენ სოციალურ და ეკონომიკურ რყევებს. ამის გამო ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იძულებული ხდება დატოვოს მშობლიური საცხოვრებელი გარემო. სტიქიური უბედურებების გამო ქვეყნები იძულებულნი არიან შეამცირონ მდგრადი განვითარების სფეროში არსებული ამოცანების გადაჭრის პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხები. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი სტიქიური უბედურება კლიმატის ცვლილებითაა განპირობებული. ამიტომ საჭიროა ადგილებზე პოტენციალის სასწრაფოდ გაძლიერება. ასევე უბედურების/კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ სენდაის ჩარჩო პროგრამის (მიღებულ იქნა 2015 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით და მოიცავს კონკრეტულ ქმედებებს 2015-2030 წლებისთვის) აღსრულება, სადაც მოცემულია ნებისმიერი მასშტაბის და ხასიათის კატასტროფის (ადამიანის საქმიანობით გამოწვეულის ჩათვლით) შედეგების შემცირების კონკრეტული გზები.
13 ოქტომბრის აღნიშვნის ძირითადი მიზანია გააცნოს საზოგადოებას ვითარება კატასტროფებთან/სტიქიურ უბედურებებთან დააკავშირებით, ასევე მათი ცნობიერების ამაღლება, უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ქმედებების შესახებ.