სბმკ „ორქის“-ის ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში პროექტების „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და „დავასუფთაოთ საქართველო“, ბიოაღდგენის/ხეების დარგვის ღონისძიებები განხორციელდა საქართველოს მთელ რიგ სემიარიდულ რეგიონებში; კერძოდ ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში და თბილისის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაირგო 50 000-ზე მეტი ძირი ადგილობრივი, იშვიათი, ენდემური და ეკონომიკური ღირებულების მქონე სახეობების ნერგები. ბიოაღდგენის ღონისძიებებში სბმკ „ორქისი“-ს წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი მოსახლეობა; კერძოდ, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, საშუალო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, საბავშვო ბაღის მასწავლებლები და ბავშვების მშობლები, ასევე რეგიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და იძულებით გადაადგილებული პირები. აღნიშნულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ქალები, ისე მამაკაცემი; ხოლო საშუალო სკოლებში დიდი აქტიურობით გამოირჩეოდნენ გოგონები და ბიჭები; ზოგადად გენდერული ბალანსი დაცული იყო ყველა ბიოაღდგენის ღონისძიების განხორციელებისას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის 1500 ნუშის, 1500 ბროწეულის და 2500 კაკლის ნერგის გადაცემა, რომლებიც მათ თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთებში დარგეს. ამ ქმედებით, შესაძლებელი გახდა მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებში სიღარიბისა და შიმშილის ნაწილობრივ აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა, რაც პირდაპირ შესაბამისობასია მდგადი განვითარების მიზნებთან. ზოგადად, როგორც ცნობილია, მცენარეული საფარის, ტყის და ჰაბიტატების აღდგენის ქმედებები მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასაც ემსახურება. მდგრადი განვითარების მიზნები (17 მიზანი) ფართო სპექტრისაა და პასუხობს მდგრადი განვითარების ურთიერთდაკავშირებულ ელემენტებს: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია (ანუ ჩართულობა) და გარემოს დაცვა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ შიდა ქართლში მდებარე ე. წ. გამყოფ ხაზთან (თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან), სბმკ „ორქისი“-ს ორგანიზებით, ჩატარდა გრანდიოზული ბიოაღდგენის აქცია და გაშენდა „მეგობრობის ბაღი“, დაირგო 5000-ზე მეტი ძირი ადგილობრივი, იშვიათი და ენდემური სახეობის ნერგი, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს როგორც გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ, ასევე იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, რაც სამშვიდობო პროცესის და ზოგადად, კონფლიქტის მოგვარების, ხელშემწყობ ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს.
ბიომრავალფეროვნების დაცვას, შენარჩუნებას და საჭიროების შემთხვევაში, აღდგენას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან იგი წარმოადგენს ჩვენი სიცოცხლისა და ყოფის ძირითად გარანტს. ბიომრავალფეროვნება, მათ შორის ტყეები, მრავალგვარ ეკოსისტემურ სერვისს გვთავაზობს, რის გარეშეც ადამიანის არსებობა წარმოუდგენელია. ამ თვალსაზრისით განუზომელია ბიომრავალფეროვნების, მათ შორის მცენარეული საფარის, განსაკუთრებით ტყეების როლი. გარდა იმისა, რომ ტყეები პირდაპირ სარგებელს გვაძლევენ (საკვები, შეშა, ხის მასლა და ა.შ.), ისინი წარმოადგენენ ცხოველთა საბინადრო და საარსებო გარემოს; არეგულირებენ ჰიდროლოგიურ სისტემებს, ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ კლიმატს; იცავენ ნიადაგს ეროზიისგან, ასევე გვიცავენ ზვავებისგან, მეწყერებისგან, გვალვისგან, წყალდიდობებისგან; იმარაგებენ ნახშირბადს; ასევე ქმნიან რეკრეაციულ, თუ სხვა, დასავენებელ და სარელაქსაციო ზონებს; დიდ როლს ასრულებენ ეკონომიკის განვითარებაში და ა.შ.
ზოგადად ტყეები, კლიმატის ცვლილების შემცრების ერთ-ერთ, ყველაზე უფრო ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ხეები, შთანთქავენ რა კლიმატის ცვლილების გამომწვევ ერთ ერთ ძირითად აირს – ნახშირორჟანგს, ამიცრებენ მის კონცენტრაციას ატმოსფეროში და შესაბამისად კლიმატის ცვლილების დონეს. ამიტომაცაა, რომ მსოფლიო გარემოსდაცვითი (და არა მარტო) საზოგადოება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზოგადად ტყეების აღდგენას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ამიტომაცაა განსაკუთრებული სარგებლის მომტანი ხეების დარგვისა და ტერიტორიის აღდგენა/გატყიანების საქმიანობა.
მცენარეული საფარის, ტყის და ჰაბიტატების აღდგენის ქმედებები მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასაც ემსახურება. მდგრადი განვითარების მიზნები (17 მიზანი) ფართო სპექტრისაა და პასუხობს მდგრადი განვითარების ურთიერთდაკავშირებულ ელემენტებს: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია (ანუ ჩართულობა) და გარემოს დაცვა. ამ ჭრილში, ბიომრავალფეროვნების დაცვის, კონსერვაციის, დეგრადაციის თავიდან აცილების და აღდგენის ქმედებები ის მნიშვნელოვანი კომპონენეტებია, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია მდგრადი განვითარება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, რაც დიდწილად ბიომრავალფეროვნებისაგან მიღებული მრავალმხრივი და უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემური სერვისების შენარჩუნების გზითაა შესაძლებელი. ასეთი სერვისების არსებობაა იმის საწინდარი, რომ მიღწეულ იქნას ისეთი მიზნები, რომლებსაც თითქოს პირდაპირი კავშირი არა აქვს ბიომრავალფეროვნებასთან (მაგალითად: სიღარიბის აღმოფხვრა; შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა; სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის; მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა და ა.შ.), რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მიზნებზე, რომელთა შესრულებაც პირდაპირ კავშირშია ბიომრავალფროვნების დაცვა-აღდგენასთან (კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება; დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვა.).