Эта страница не доступна на русском языке.


საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
Georgian Society of Nature Explorers "Orchis"

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია აჭარაში ჩატარებული შეხვედრის შესახებ







საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 12 ივნისს პროექტის  „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) - ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა აჭარაში (ქ. ბათუმი), რომელსაც ესწრებოდნენ ქ. ბათუმის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს,  ქობულეთის, ხულოს, ქედის, ხელვაჩაურის, შუახევის მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და გამგეობების, ქ. ბათუმის მერიის შ.პ.ს.         „სანდასუფთავების“, ქედის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს. „კომუნალურსერვისის“  და სხვ. წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში. სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: მყარი   საყოფაცხოვრებო   ნარჩენების   მართვის  თანამედროვე სისტემები , ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება;  სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე, რომელიც მომზადდა სბმკ „ორქისის“ მიერ  ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე.  შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.

პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა), ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი -  საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.