Эта страница не доступна на русском языке.


საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
Georgian Society of Nature Explorers "Orchis"

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ







საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 1 ივნისს პროექტის    „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) - ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე; კავთისხევის, ქვემო ჭალის, კოდისწყაროს, ახალციხის, ზემო ხანდაკის, წინარეხის, ახალქალაქის, კავთისხევის, დოესის, ხოვლეს, თელიანის, ლამისყანის, ქვ. გომის, ოკამის, მეტეხის, სამთავისის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები; კასპის გამგეობის სამსახურების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების    და  სხვა  წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში და  გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების გაცნობა. სემინარზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: საქართველოს კანონის - „ნარჩენების მართვის კოდექსის“ - ძირითადი ასპექტები;     სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე, რომელიც მომზადდა სბმკ „ორქისის“ მიერ  ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე.  შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.

პროექტს - „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა) - ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი:  საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.