Эта страница не доступна на русском языке.


საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
Georgian Society of Nature Explorers "Orchis"

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ







საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 28 მაისს, პროექტის    „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) - ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე,  სოფ. ბადიაურის, პატარძეულის, თულარის, მანავის, ყანდაურის, იორმუღანლოს, ჩაილურის, ვერხვიანის, ლამბალოს, პატარა ჩაილურის, მზისგულის, ქ. საგარეჯოს, გიორგიწმინდის, ნინოწმინდის გამგებლის წარმომადგენლები; საგარეჯოს გამგეობისა და საკრებულოს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების    და  სხვა  წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში და  გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების გაცნობა. სემინარზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: საქართველოს კანონის - „ნარჩენების მართვის კოდექსის“ - ძირითადი ასპექტები;     სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე, რომელიც მომზადდა სბმკ „ორქისის“ მიერ  ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე.  შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.

პროექტს - „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა) - ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი:  საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.