Эта страница не доступна на русском языке.


საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
Georgian Society of Nature Explorers "Orchis"

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო “ ინფორმაცია გურიის რეგიონში ჩატარებული შეხვედრის შესახებ







საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 22 მაისს, პროექტის  „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა გურიის რეგიონში (ქ. ოზურგეთი), რომელსაც ესწრებოდნენ ქ. ოზურგეთის მერი, მისი მოადგილე,   ქ. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ოზურგეთის  გამგებელი, მისი მოადგილე, აგრეთვე რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობებისა  და საკრებულოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  სხვა წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში. სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის  თანამედროვე სისტემები , ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება;  სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე, რომელიც მომზადდა სბმკ „ორქისის“ მიერ  ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე. შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.

პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა), ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი -  საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.