Эта страница не доступна на русском языке.


საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
Georgian Society of Nature Explorers "Orchis"

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია შიდა ქართლის რეგიონში ჩატარებული შეხვედრის შესახებ







საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, 2015 წლის 26 მარტს, პროექტის  „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა შიდა ქართლის  რეგიონში (ქ. გორი), რომელსაც ესწრებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, ქ. გორის მერის მოადგილე, ქ. გორის , ქარელის, კასპის, ხაშურის, გორის მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები, მათი მოადგილეები, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის, მედიის და სხვ. წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში. სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: მყარი   საყოფაცხოვრებო   ნარჩენების   მართვის  თანამედროვე სისტემები , ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება;  სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე, რომელიც მომზადდა სბმკ „ორქისის“ მიერ  ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე.  შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.

პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა), ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.