Эта страница не доступна на русском языке.


საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
Georgian Society of Nature Explorers "Orchis"

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული შეხვედრების შესახებ








საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“-ს მიერ, 2014 წლის 21-22 ივლისს, პროექტის  „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (ფაზა II) ფარგლებში, მოეწყო შეხვედრები ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის  მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ესწრებოდნენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოსა და გამგეობის, ტერიტორიული ორგანოების,  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების ,   არასამთავრობო   ორგანიზაციების ,    მედიისა  და  სხვ წარმომადგენლები.

შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროში. სემინარებზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილება, ნარჩენების მართვის დაგეგმვა, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და დაბინძურებული გარემოს ზემოქმედებ ა ადამიანის ჯანმრთელობაზე. გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრებმა მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხში.

პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო– საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ (II ფაზა), ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.