Эта страница не доступна на русском языке.


საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
Georgian Society of Nature Explorers "Orchis"

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ (IIIფაზა) ინფორმაცია გურიისა რეგიონში ჩატარებული შეხვედრების შესახებ







2016 წლის 27 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის - „ორქისის“ მიერ მოეწყო შეხვედრები ქ. ოზურგეთის მერიაში, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც   ესწრებოდნენ: აღნიშნული მუნიციპალიტეტების  მერიის, გამგეობების, საკრებულოების,    ადმინისტრაციული ერთეულების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების, ა(ა)იპ-ის და სხვა  წარმომადგენლები.

შეხვედრებზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები; ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები და ევროპული გამოცდილება; ნარჩენების მართვის დაგეგმვა; საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე . შეხვედრებმა მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვიეს, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის საკითხებში.

პროექტს - „დავასუფთაოთ საქართველო“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.