Эта страница не доступна на русском языке.


საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
Georgian Society of Nature Explorers "Orchis"

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო (III ფაზა) “ ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტში განხორციელებული გამწვანების აქციის შესახებ







საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის, „ორქისის“ მიერ, პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო“ - ფარგლებში, შ.პ.ს. „საქართველოს ნერგებიდან“ შესყიდული იქნა წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების 200 ძირი ნერგი, მათ შორის: კვიპაროსი, კაკალი, ბროწეული და 19 აპრილს   განხორციელდა გამწვანების  აქცია  კასპის მუნიციპალიტეტში. ნერგები დარგული იქნა  ქალაქის სკვერებში. აქციაში მონაწილეობდნენ გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მოსახლეობა. აქციის მონაწილეებს გადაეცათ ბროშურები კომპოსტირების შესახებ და საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი.

პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო“ (III ფაზა)- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი -  საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური  უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ.პ.ს. „ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ თანამშრომლობით.