Эта страница не доступна на русском языке.


საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
Georgian Society of Nature Explorers "Orchis"

პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრის შესახებ







2016 წლის 16 მარტს,   საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის,  „ორქისის“ მიერ,   მოეწყო შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რომელსაც   ესწრებოდნენ აღნიშნული   მუნიციპალიტეტის  გამგეობის,  არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვ. წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ნარჩენების მართვა საქართველოში, საკანონმდებლო მოთხოვნები; ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებები და ევროპული გამოცდილება; ნარჩენების მართვის დაგეგმვა; საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე . შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხებში.

პროექტს - „დავასუფთაოთ საქართველო“ (III ფაზა)- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.