Эта страница не доступна на русском языке.


საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
Georgian Society of Nature Explorers "Orchis"

საქართველო

პროექტი: დავიცვათ საქართველოს სისუფთავე (ცირკულარული ეკონომიკის კარტირება საქართველოში)

საკონსულტაციო მომსახურება შემდეგ სფეროებში: რეგიონული განვითარების პოლიტიკის, გეგმებისა და პროგრამების ექსპერტის მხარდაჭერა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ ორქისი -სათვის

განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ორქისი ( სბმკ ორქისი )

სამუშაოს ხანგრძლივობა: 20 სამუშაო დღე

დაფინანსების წყარო: დავიცვათ საქართველოს სისუფთავე

ინტერესთა გამოხატვა

 

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ორქისი ( სბმკ ორქისი ) ერთ-ერთი განმახორციელებელი პარტნიორია პროექტისა დავიცვათ საქართველოს სისუფთავე , რომელსაც შვედეთის მთავრობა აფინანსებს.

 

მოცემული სამუშაოს ძირითადი ამოცანები და საქმიანობა ცირკულარული ეკონომიკის საკითხებს ეხება. რეგიონული განვითარების პოლიტიკის, გეგმებისა და პროგრამების ექსპერტმა მდგრადი განვითარების საკითხებში საკვანძო ექსპერტს (ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს) და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში საერთაშორისო კონსულტანტს (ჯგუფის ხელმძღვანელს) დახმარება უნდა აღმოუჩინოს შემდეგი საქმიანობის განხორციელებაში:

 

  1. ცირკულარული ეკონომიკის კარტირება საქართველოში ქვეყნის მთავრობასთან და პროექტში ჩართულ ადგილობრივ ექსპერტთა ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობით;
    1. ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკის რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლებისა და ცირკულარული მიზნების განსაზღვრა და დადგენა საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით;

კერძოდ, მოცემული დავალების ფარგლებში ექსპერტმა უნდა განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

§ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, საქართველოს სამინისტროებიდან და სამთავრობო უწყებებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და სხვა სათანადო წყაროებიდან მოიპოვოს არსებული ანალიტიკური ანგარიშები და მონაცემები, ასევე ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ინფორმაცია;

§ მონაწილეობა მიიღოს სათანადო დაინტერესებული მხარეების გამოვლენის მიზნით მოწყობილ განხილვებში;

§ შეიმუშაოს წინადადება ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკის სათანადო რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლებისა და ცირკულარული მიზნების განსაზღვრის მიზნით, რაც შეგროვებული მონაცემების ანალიზისა და პროექტის გუნდთან, მთავრობის ექსპერტებთან და საკვანძო დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე უნდა მოხდეს.

 

    1. ცირკულარული ეკონომიკის შესაძლებლობების განსაზღვრა საქართველოს ეკონომიკის დარგების მიხედვით;

კერძოდ, მოცემული დავალების ფარგლებში ექსპერტმა უნდა განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

§ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, საქართველოს სამინისტროებიდან და სამთავრობო უწყებებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და სხვა სათანადო წყაროებიდან მოიპოვოს რეგიონული განვითარების სტრატეგიებთან, სივრცითი დაგეგმარების სტრატეგიასთან, პოლიტიკასთან და გეგმებთან დაკავშირებული ანალიტიკური ანგარიშები და სხვა ინფორმაცია;

§ წინასწარ შეთანხმებულ კრიტერიუმებსა და ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ შემოთავაზებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით გაანალიზოს რეგიონულ დონეზე ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის შესაძლებლობა (რისთვისაც შესწავლილი უნდა იქნას საქმიანობის ურთიერთმომგებიანი კოორდინაციის შესაძლებლობა დარგთაშორის, მაგ., როგორიცაა სამთო მოპოვება, მშენებლობა, გეოსაფრთხეებისგან დაცვა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა).

 

    1. განსაზღვროს ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის პრიორიტეტული რეგიონები და დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტები რეგიონების მიხედვით; რეგიონული ასპექტები შეიძლება გაანალიზდეს ადმინისტრაციული რეგიონების ან უფრო ვრცელ კონტექსტში: მაგ., მთიანი ტერიტორიები, სანაპირო ზონა და სხვა;

კერძოდ, მოცემული დავალების ფარგლებში ექსპერტმა უნდა განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

§ წინასწარ შეთანხმებულ კრიტერიუმებსა და ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ შემოთავაზებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, შეიმუშაოს ცირკულარული ეკონომიკის კუთხით პრიორიტეტული რეგიონების თაობაზე დასაბუთებული წინადადება;

§ წარმოადგინოს ცირკულარული ეკონომიკის დარგობრივი შესაძლებლობების ანალიზი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისთვის;

§ გაანალიზოს ზოგადი და კონკრეტული რეგიონებისთვის სახასიათო ფაქტორები, რომლებიც გამოვლენილი შესაძლებლობის რეალიზაციისთვის ხელშემშლელია;

§ წარმოადგინოს ეკონომიკური შედეგების (დარგობრივი, რეგიონული, მაკროეკონომიკური შედეგების) ანალიზი რეგიონების მიხედვით;

§ ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკის ვარიანტებისათვის შეიმუშაოს კონკრეტული რეგიონებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები.

 

  1. ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავება საქართველოსთვის ქვეყნის მთავრობასთან და ადგილობრივი ექსპერტების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით;

§ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისა და პოლიტიკისათვის შეიმუშაოს ზოგადი და კონკრეტული რეგიონებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები;

§ წარმოადგინოს რეკომენდაციები ცირკულარული ეკონომიკის კონტექსტში რეგიონული დაგეგმვის სტრატეგიებისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის ვარიანტების თაობაზე (რომლებიც დაკავშირებული უნდა იყოს რეგიონული განვითარების სტრატეგიებსა და პოლიტიკასთან);

§ წარმოადგინოს რეკომენდაციები ინსტიტუციური მოწყობისა და სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოების თაობაზე;

§ მონაწილეობა მიიღოს ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციების (მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განსახორციელებელი ქმედებების) შემუშავებაში.

 

  1. მონაწილეობა მიიღოს: დაინტერესებულ მხარეებთან მაღალი დონის შეხვედრებში (4 შეხვედრა), რომლებიც მოწყობა საკვანძო მომენტებში, ძირითადი მიგნებებისა და ეროვნული მიზნის, მ.შ. ცირკულარობისა და პოლიტიკის რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლების განსახილველად; ეროვნული დონის შეხვედრაში (1 შეხვედრა), რომელიც გაიმართება ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტების განხილვისა და ცირკულარული ეკონომის კარტირების დოკუმენტის დასრულების მიზნით.

 

კონტრაქტის ხანგრძლივობა შეადგენს 20 სამუშაო დღეს, რომელიც საჭიროა მოცემული სამუშაოს შესასრულებლად.

სბმკ ორქისი იწვევს სათანადო ადგილობრივ ექსპერტებს - ფიზიკურ პირებს - აღნიშნული მომსახურების მოწოდების თაობაზე ინტერესთა გამოხატვისათვის. დაინტერესებულმა ადგილობრივმა ექსპერტებმა თავიანთ რეზიუმეში უნდა წარმოადგინონ; ინფორმაცია, რომელიც წარმოაჩენს მათ უნარს შეასრულონ ზემოთ ჩამოთვლილი დავალებები; მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება, მსგავს პირობებში მუშაობის გამოცდილება და ა.შ.. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შესაბამისი ტექნიკური დავალება.

 

წინადადებაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ჰონორარი და სხვა სათანადო პირობები. ფასები მითითებული უნდა იყოს ევროებში. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე, ადგილობრივი დროით 9:00 სთ-იდან 18:00 საათამდე.

 

ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადი გაგზავნილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე, არა უგვიანეს 2021 წლის 12 თებერვლის 18:00 საათისა.

 

 

ქ-ნი მანანა გიქოშვილი

ოფისის მენეჯერი

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ორქისი

ტელ.: (995 322385199); მობ (+995 599) 77 52 37,

ელ-ფოსტა: gikoshvili73@yahoo.com; orchisge@yahoo.com.

 

რეგიონული განვითარების პოლიტიკის, გეგმებისა და პროგრამების ექსპერტის

ტექნიკური დავალება

პროექტისთვის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“

(ცირკულარული ეკონომიკის კარტირება საქართველოში)

კონტექსტი

 

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“) ერთ-ერთი განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციაა პროექტისა „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რომელის მიზნებია: გარემოს დაცვის სფეროში მდგრადი განათლების პრიორიტეტად დასახვა, მოსახლეობის, ბიზნეს სექტორისა და საქართველოს მთავრობის ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სფეროს გაუმჯობესების საკითხებზე და ამ პროცესში მათი მაღალი ჩართულობა, სათბურის აირების გაფრქვევებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას სუფთა გარემოში ცხოვრების უფლება და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

 

სამუშაოს აღწერა

მოცემული სამუშაოს მიზანია სბმკ „ორქისი“-ს დახმარება პროექტის ცირკულარული ეკონომიკის კომპონენტის განხორციელებაში. კერძოდ, რეგიონული განვითარების პოლიტიკის, გეგმებისა და პროგრამების ექსპერტს, რომელიც იმუშავებს მდგრადი განვითარების საკითხებში საკვანძო ადგილობრივ ექსპერტთან (ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილესთან), ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში საერთაშორისო კონსულტანტთან (ჯგუფის ხელმძღვანელთან) და საქართველოს ეკონომიკის, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხებში ღრმად ჩახედულ სხვა ქართველ, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკაში ცირკულარობის კარტირება ევალება, რაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს. მოცემული სამუშაოს თითოეული დავალების შესრულებაში ექსპერტმა წვლილი უნდა შეიტანოს ჯგუფის ხელმძღვანელისა და ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის მიერ მიწოდებული მეთოდოლოგიისა და სამუშაო გეგმის შესაბამისად. რეგიონული განვითარების პოლიტიკის, გეგმებისა და პროგრამების ექსპერტმა მდგრადი განვითარების საკითხებში საკვანძო ექსპერტს (ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს) და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში საერთაშორისო კონსულტანტს (ჯგუფის ხელმძღვანელს) დახმარება უნდა აღმოუჩინოს შემდეგი საქმიანობის განხორციელებაში:

  1. ცირკულარული ეკონომიკის კარტირება საქართველოში ქვეყნის მთავრობასთან და პროექტში ჩართულ ადგილობრივ ექსპერტთა ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობით;
    1. ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკის რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლებისა და ცირკულარული მიზნების განსაზღვრა და დადგენა საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით;

კერძოდ, მოცემული დავალების ფარგლებში ექსპერტმა უნდა განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

§ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, საქართველოს სამინისტროებიდან და სამთავრობო უწყებებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და სხვა სათანადო წყაროებიდან მოიპოვოს არსებული ანალიტიკური ანგარიშები და მონაცემები, ასევე ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ინფორმაცია;

§ მონაწილეობა მიიღოს სათანადო დაინტერესებული მხარეების გამოვლენის მიზნით მოწყობილ განხილვებში;

§ შეიმუშაოს წინადადება ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკის სათანადო რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლებისა და ცირკულარული მიზნების განსაზღვრის მიზნით, რაც შეგროვებული მონაცემების ანალიზისა და პროექტის გუნდთან, მთავრობის ექსპერტებთან და საკვანძო დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე უნდა მოხდეს.

 

    1. ცირკულარული ეკონომიკის შესაძლებლობების განსაზღვრა საქართველოს ეკონომიკის დარგების მიხედვით;

კერძოდ, მოცემული დავალების ფარგლებში ექსპერტმა უნდა განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

§ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, საქართველოს სამინისტროებიდან და სამთავრობო უწყებებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და სხვა სათანადო წყაროებიდან მოიპოვოს რეგიონული განვითარების სტრატეგიებთან, სივრცითი დაგეგმარების სტრატეგიასთან, პოლიტიკასთან და გეგმებთან დაკავშირებული ანალიტიკური ანგარიშები და სხვა ინფორმაცია;

§ წინასწარ შეთანხმებულ კრიტერიუმებსა და ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ შემოთავაზებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით გაანალიზოს რეგიონულ დონეზე ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის შესაძლებლობა (რისთვისაც შესწავლილი უნდა იქნას საქმიანობის ურთიერთმომგებიანი კოორდინაციის შესაძლებლობა დარგთაშორის, მაგ., როგორიცაა სამთო მოპოვება, მშენებლობა, გეოსაფრთხეებისგან დაცვა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა).

 

    1. განსაზღვროს ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის პრიორიტეტული რეგიონები და დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტები რეგიონების მიხედვით; რეგიონული ასპექტები შეიძლება გაანალიზდეს ადმინისტრაციული რეგიონების ან უფრო ვრცელ კონტექსტში: მაგ., მთიანი ტერიტორიები, სანაპირო ზონა და სხვა;

კერძოდ, მოცემული დავალების ფარგლებში ექსპერტმა უნდა განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

§ წინასწარ შეთანხმებულ კრიტერიუმებსა და ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ შემოთავაზებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, შეიმუშაოს ცირკულარული ეკონომიკის კუთხით პრიორიტეტული რეგიონების თაობაზე დასაბუთებული წინადადება;

§ წარმოადგინოს ცირკულარული ეკონომიკის დარგობრივი შესაძლებლობების ანალიზი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისთვის;

§ გაანალიზოს ზოგადი და კონკრეტული რეგიონებისთვის სახასიათო ფაქტორები, რომლებიც გამოვლენილი შესაძლებლობის რეალიზაციისთვის ხელშემშლელია;

§ წარმოადგინოს ეკონომიკური შედეგების (დარგობრივი, რეგიონული, მაკროეკონომიკური შედეგების) ანალიზი რეგიონების მიხედვით;

§ ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკის ვარიანტებისათვის შეიმუშაოს კონკრეტული რეგიონებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები.

 

  1. ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავება საქართველოსთვის ქვეყნის მთავრობასთან და ადგილობრივი ექსპერტების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით;

§ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისა და პოლიტიკისათვის შეიმუშაოს ზოგადი და კონკრეტული რეგიონებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები;

§ წარმოადგინოს რეკომენდაციები ცირკულარული ეკონომიკის კონტექსტში რეგიონული დაგეგმვის სტრატეგიებისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის ვარიანტების თაობაზე (რომლებიც დაკავშირებული უნდა იყოს რეგიონული განვითარების სტრატეგიებსა და პოლიტიკასთან);

§ წარმოადგინოს რეკომენდაციები ინსტიტუციური მოწყობისა და სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოების თაობაზე;

§ მონაწილეობა მიიღოს ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციების (მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განსახორციელებელი ქმედებების) შემუშავებაში.

 

  1. მონაწილეობა მიიღოს: დაინტერესებულ მხარეებთან მაღალი დონის შეხვედრებში (4 შეხვედრა), რომლებიც მოწყობა საკვანძო მომენტებში, ძირითადი მიგნებებისა და ეროვნული მიზნის, მ.შ. ცირკულარობისა და პოლიტიკის რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლების განსახილველად; ეროვნული დონის შეხვედრაში (1 შეხვედრა), რომელიც გაიმართება ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტების განხილვისა და ცირკულარული ეკონომის კარტირების დოკუმენტის დასრულების მიზნით.

 

 

პროგრამის კონკრეტული საკვანძო ამოცანები:

  • საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის კარტირება ქვეყნის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით;
  • ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკის სათანადო რაოდენობრივი სამიზნე მაჩვენებლების და ცირკულარული მიზნების განსაზღვრა და დადგენა საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით;
  • ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის შესაძლებლობების გამოვლენა დარგების მიხედვით;
  • ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგებისა და დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტების გასაზღვრა საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით;
  • საქართველოს ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავება.

გრაფიკი და რესურსები

რეგიონული განვითარების პოლიტიკის, გეგმებისა და პროგრამების ექსპერტმა უნდა შეისწავლოს საქართველოში და სხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უწინ განხორციელებული სათანადო კვლევები, რათა უზრუნველყოს აღნიშნული დავალებების დროულად შესრულება.

 

მოცემული სამუშაოს ხანგრძლივობა შეადგენს 21 თვეს და ამ პერიოდის განმავლობაში მის შესასრულებლად საჭირო იქნება 20 კაც/დღე.

ანგარიშგება და წარსადგენი მასალები

 

o მოცემული ტექნიკური დავალებით განსაზღვრული ტექნიკური ანგარიშები და პრეზენტაციები;

o პრეზენტაციები დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებისათვის;

o წვლილი საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის კარტირების ანგარიშში;

o რეკომენდაციები საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევისა და სტრატეგიისათვის;

 

სამუშაოს განხორციელების პროცესში რეგიონული განვითარების პოლიტიკის, გეგმებისა და პროგრამების ექსპერტმა საკვანძო ადგილობრივ ექსპერტს (ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს), ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში საერთაშორისო კონსულტანტს (ჯგუფის ხელმძღვანელს) და სბმკ „ორქისს“ რეგულარულად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია განხორციელებული საქმიანობის თაობაზე და ყველა ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ორგანიზაციას ეხება.

 

პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია

რეგიონული განვითარების პოლიტიკის, გეგმებისა და პროგრამების ექსპერტს მოეთხოვება რეგიონული განვითარების პოლიტიკის, სტრატეგიებისა და გეგმების სიღრმისეული ცოდნა, ასევე მსგავსი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებაში სათანადო სამუშაო გამოცდილება (არა ნაკლებ 10 წლის). კერძოდ, იგი სიღრმისეულად უნდა იცნობდეს: მდგრადი ეკონომიკური განვითარების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და მიდგომებს, ასევე ამ საკითხების მარეგულირებელ ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობას, რეგულაციებს, პოლიტიკას და სტრატეგიებს, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და მდგრადი განვითარების მიდგომებს. სასურველია საქართველოში და დსთ-ს ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება. რადგანაც სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს სავარაუდოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დააფინანსებენ, მათი გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების ცოდნა უპირატესობად მიიჩნევა.