Эта страница не доступна на русском языке.


საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი"
Georgian Society of Nature Explorers "Orchis"

ვებ-გვერდის დამზადება

საქართველო
პროექტი: „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი (სბმკ „ორქისი“)
მომსახურება: ვებ-გვერდის დამზადება
სამუშაოს ხანგრძლივობა: 30 დღე
დაფინანსების წყარო: დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
 
ინტერესთა გამოხატვა
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ (სბმკ „ორქისი“) ერთ-ერთი განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციაა პროექტისა „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რომელსაც შვედეთის მთავრობა აფინანსებს.
მოცემული სამუშაო   ეხება სბმკ „ორქისისათვის“ მოქნილი ებ - გვერდის შექმნას , რაც   მდგომარეობს შემდეგში – შემსრულებელ კომპანია/ინდივიდუალური პირი    ვალდებულია:
-         შექმნა სრულად მოქმედი , განახლებადი ვებ - ვერდი ქართულ და ინგლისურ ენაზე ;
-         აუცილებელია ვებ გვერდი იყოს მოქნილი და მართვადი ;
-         გან თავს ოს ვებ - გვერდის სერვერზე ;
-         განახორციელოს   ვებ-გვერდის   უფასო   ტექნიკური   მხარდაჭერა   და კონსულტაცია სბმკ „ორქისისათვის“ წარდგენიდან არანაკლებ 3 (სამი) წლის   განმავლობაში,   რაც   გულისხმობს   ვებ-გვერდზე   აღმოჩენილი ნებისმიერი   სახის   ხარვეზის   დროულ   აღმოფხვრას   და   გარკვეულ საკითხებში   სატელეფონო   ან   ელექტრონული   ფოსტის   მეშვეობით კონსულტაციის გაწევას;
-         შეადგინოს და გადასცეს სბმკ „ორქისს“ დეტალური დოკუმენტაცია ვებ-გვერდის მართვის სისტემის ფუნქციონალის და შესაძლებლობების შესახებ;
-         გამარჯვებული   კომპანია/ინდივიდუალური პირი   ვალდებულია     სბმკ „ორქისის“   შესაბამის   თანამშრომლებს ჩაუტაროს   ტრეინინგი   ვებ-გვერდის   სამართავ   პანელთან   დაკავშირებულ საკითხებზე.
 
მომსახურების   გაწევის   ვადაა   ხელშეკრულების   გაფორმებიდან   30   (ოცდაათი) კალენდარული დღე.
სბმკ „ორქისი“ იწვევს კვალიფიციურ პრეტენდენტებს აღნიშნული მომსახურების მოწოდების თაობაზე ინტერესთა გამოხატვისათვის. დაინტერესებულმა კომპანიებმა/ინდივიდუალურმა პირებმა   უნდა წარმოადგინონ სათანადო ინფორმაცია, რომელიც წარმოაჩენს მათ უნარს შეასრულონ ზემოთ ჩამოთვლილი დავალებები; მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება, მსგავს პირობებში მუშაობის გამოცდილება და ა.შ.. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შესაბამისი ტექნიკური დავალება.
დაინტერესებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება უნდა მოიცავდეს დეტალურ ფინანსურ წინადადებას, სხვა სათანადო პირობებსა და ახსნა-განმარტებებს. ფასები მითითებული უნდა იყოს ლარში.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე, 2021 წლის 25 იანვრიდან 4 თებერვლამდე, ადგილობრივი დროით 9:00 სთ-იდან 18:00 საათამდე.
განაცხადი ინტერესთა გამოხატვის თაობაზე გაგზავნილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არა უგვიანეს 2021 წლის 4 თებერვლისა.
 
ქ-ნი მანანა გიქოშვილი
ოფისის მენეჯერი
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“
ტელ.: (995 322385199); მობ: (+995 599) 77 52 37,
ელ-ფოსტა: gikoshvili73@yahoo.com; orchisge@yahoo.com.
 
ვებ–გვერდის დამზადების მომსახურების
ტექნიკური დავალება
პროექტისათვის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“
 
 
სამუშაოს აღწერა
მოცემული სამუშაოს მიზანია საქართველო ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისის“ ( სბმკ „ორქისის“ ) მოქნილი ვებ-გვერდის შექმნა, რამაც უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციისა და მისი საქმიანობის ხილვადობა და სათანადოდ წარმოჩენა ფართო საზოგადოებაში.
 
ფუნქციები:
შემსრულებელ კომპანია/ინდივიდუალური პირი    ვალდებულია:
-         შექმნა სრულად მოქმედი , განახლებადი ვებ - ვერდი ქართულ და ინგლისურ ენაზე ;
-         აუცილებელია ვებ- გვერდი იყოს მოქნილი და მართვადი ;
-         გან თავს ოს ვებ - გვერდის სერვერზე ;
-         განახორციელოს   ვებ-გვერდის   უფასო   ტექნიკური   მხარდაჭერა   და კონსულტაცია სბმკ „ორქისისათვის“ წარდგენიდან არანაკლებ 3 (სამი) წლის   განმავლობაში,   რაც   გულისხმობს   ვებ-გვერდზე   აღმოჩენილი ნებისმიერი   სახის   ხარვეზის   დროულ   აღმოფხვრას   და   გარკვეულ საკითხებში   სატელეფონო   ან   ელექტრონული   ფოსტის   მეშვეობით კონსულტაციის გაწევას;
-         შეადგინოს და გადასცეს სბმკ „ორქისს“ დეტალური დოკუმენტაცია ვებ-გვერდის მართვის სისტემის ფუნქციონირების და შესაძლებლობების შესახებ;
-         გამარჯვებული   კომპანია/ინდივიდუალური პირი   ვალდებულია     სბმკ „ორქისის“   შესაბამის   თანამშრომლებს ჩაუტაროს   ტრეინინგი   ვებ-გვერდის   სამართავ   პანელთან   დაკავშირებულ საკითხებზე.
 
მოვალეობები:
-         ვებ-გვერდის დიზაინი და ტექნიკური მოთხოვნები შეათანხმოს სბმკ „ორქისის“ ხელმძღვანელობასთან;
-         დიზაინის მორგება უნდა მოხდეს ყველა ზომის ეკრანისთვის;
-         აუცილებელია ვებ გვერდი იყოს ადვილად მართვადი;
-         ვებ-გვერდი ხარვეზების გარეშე უნდა მუშაობდეს ყველა პლატფორმაზე (Windows, Linux, Mac, Android, IOS), სხვადასხვა დიაგონალის მქონე მოწყობილობის ეკრანისთვის და ყველა პოპულარულ ვებ-ბრაუზერში (IE, Mozilla, Chrome, Opera, Safari). ის ოპტიმიზირებული უნდა იყოს ძირითადი საძიებო სისტემების (Google, Yahoo!, Bing და სხვა ) მოთხოვნების შესაბამისად;
-         ვებ - გვერდი დამზადებული უნდა იყოს ქეშირების მეთოდის გამოყენებით ;
-         ნებისმიერი ტექსტურ გვერდს უნდა ჰქონდეს მის სტრუქტურაზე მიებმის შესაძლებლობა ;
-         ლინკზე დაჭერისას უნდა იყოს   კონკრეტულ ლინკზე გადასვლის შესაძლებლობა ;
-         ფოტო - გალერეა უნდა იყოს სურათის დამატება - შესწორების ფუნქციით ;
-         ვიდეო - გალერეა უნდა იყოს   ვიდეოს დამატება - შესწორების ფუნქციით ;
-         ჰქონდეს მოქნილი ბეჭდვითი სისტემა ;
-         შესაძლებელი უნდა იყოს ვებ-გვერდიდან LinkedIn-ზე, Twitter-ზე და Facebook-ზე გადასვლა;
-         უნდა მოხდეს არსებული საიტიდან ინფორმაციის სრულად გადატანა ახალ ვებ - გვერდზე ;
-         საიტის ყველა გვერდზე უნდა იყოს განთავსებული სოციალური ქსელების - მოწონება - გაზიარების ღილაკები და ამობეჭდვის ფუნქციის ნიშნები ( . . იკონკები ).
 
მომსახურების   გაწევის   ვადა და პირობები:
მომსახურების   გაწევის   ვადაა   ხელშეკრულების   გაფორმებიდან   30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
პრეტენდენტმა მომსახურების დაწყებიდან ყოველ 2 კვირაში ერთხელ უნდა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ანგარიში.
 
აუცილებელი მოთხოვნები:
-          პრეტენდენტს   უნდა   გააჩნდეს   ანალოგიური   მომსახურების   გაწევის   (ვებ-გვერდების დიზაინისა და დეველოპმენტის) მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
-          განხორციელებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15 ვებ-პროექტი.
-          შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია, აღწერილობა, სადემონსტრაციო მასალა და/ან ვებ მისამართები,   მოახდინოს ვებ-გვერდის სამართავი სისტემის პრეზენტაცია, ასევე, შესრულებული პროექტების შესახებ ხელშეკრულებები ან/და მიღება-ჩაბარების აქტები.
 
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1.       პრეტენდენტის რეკვიზიტები;
2.       წინადადებას უნდა ერთვოდე ვებ - გვერდის მონახაზი და ბიუჯეტი ;
3.       ინფორმაცია ვებ–გვერდის დამზადების გამოცდილების შესახებ .